კალათბურთი

2:15 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და ბრწყინვალე თამაში ლიგა ენდესაში (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „გრან კანარიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 98:89 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა 10 ქულით (32:22) მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოიპოვეს.

მოედანზე ცალსახად საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა უბრალოდ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 22:44 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 7-დან 7 ორქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა.

ცხადია, ამ შედეგით მატჩის MVP გახდა და დიდი შანსია, ტურის MVP-ის ტიტულიც მიიღოს. უდავოა, რომ შერმადინს მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჰქონდა. გიორგი მოედანზე არა მარტო მარგი ქმედების კოეფიციენტით, არამედ ჩაგდებული ქულებითაც (25) საუკეთესო გახლდათ.

„ლენოვო ტენერიფეს“ 10 თამაშში 7 მოგების საპირწონედ 3 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 დეკემბერს, სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდება.

0.163994