სხვა

19:00 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები პარაფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები წარმატებით ასპარეზობს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც იტალიის ქალაქ პიზაში იმართება.

ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - ირმა ხეცურიანი ოქროს, გვანცა ზადიშვილი ვერცხლს, ხოლო ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის (B კატეგორია) ფინალში იტალიელი ორსანა ასკურინო 15:14 დაამარცხა და პირველი ადგილი დაისაკუთრა.

ასევე ხმლით ფარიკაობაში, ოღონდ A კატეგორიაში თიბილაშვილი და ზადიშვილი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ და გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა. საბოლოოდ, გვანცამ ასპარეზობა მეორე ადგილზე და ვერცხლის მედლით დაასრულა, ხოლო თიბილიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144812