სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:24 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ევერტონთან“ მატჩის წინ გაავრცელა.

„დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ, კოვიდის გამო მთელ მსოფლიოში ადამიანები იღუპებიან. კევინი ვაქცინირებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ კარგად არის“, - თქვა გვარდიოლამ.

სავარაუდოდ, დე ბრუინი სანაკრებო შეკრებაზე დაინფიცირდა. რა თქმა უნდა, ბელგიელი ნახევარმცველი სრულად გამოჯანმრთელებმადე „სიტის“ ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111373
სარეკლამო ადგილი - 99
X x X