„ბარსელონაში“ დაბრუნებული დანი ალვეში ხელფასის ოდენობა ცნობილი გახდა. კატალონური კლუბი ბრაზილიელ მცველს სეზონის განმავლობაში 155 ათას ევროს გადაუხდის და ეს არის მინიმალური რაოდენობა, რომლის გადახდის უფლება აქვს ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ კლუბს ფეხბურთელისთვის.
ამრიგად, დანის ხელფასი კლუბში ყველაზე დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ 38 წლის ფეხბურთელმა მანამდე უხელფასოდ თამაშის მზაობაც გამოთქვა.
სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა „ბარსასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის გუნდს უკვე შეუერთდა, მაგრამ თამაშის უფლება იანვრიდან ექნება. შეგახსენებთ, დანი ალვეში „ბარსელონაში“ 2008-2016 წლებშიც თამაშობდა და კლუბის ისტორიაში თავისი კვალი უკვე დატოვებული აქვს.