იტალიური „კალიარისა“ და ურუგვაის ნაკრების მცველ დიეგო გოდინს მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნება სურს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
გოდინი სარდინიული კლუბის ხელმძღვანელობას იანვარში გუნდის დატოვებაზე შეუთანხმდა და ახალი ნავსაყუდელის ძიება დაიწყო. ვეტერანი მცველის ოცნებაა, რომ მადრიდულ გუნდში დაბრუნდეს, სადაც კარიერის საუკეთესო წლები აქვს გატარებული.
დიეგო გოდინი „კალიარიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 34 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მან ერთი სეზონი „ინტერში“ გაატარა და 36 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა. 35 წლის მცველს „ატლეტიკოში“ 2010-2019 წლებში 389 თამაშში თავი 27-ჯერ გამოიჩენია. გოდინს ასევე უთამაშია „ვილიარეალში“, „ნასიონალსა“ და „სეროში“, ურუგვაის ნაკრებში კი 153 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.