მსოფლიოს ნომერ პირველი და მეორე ნომერი ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი და დანილ მედვედევი ტურინში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.
ჯოკოვიჩმა მწვანე ჯგუფში მეორე შეხვედრა ანდრეი რუბლიოვთან ჩაატარა, მეტოქე 6:3, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. სერბმა განვილ შეხვედრაში 14 ეისი შეასრულა, ხოლო რუსმა - 6. ჯოკოვიჩს მეტოქეზე ერთით მეტი ვინერი შეასრულა (19-18), ხოლო უნებლიე შეცდომებში რუბლიოვი "ლიდერობდა" (26-8). ჯოკოვიჩი შემდეგ შეხვედრას კემერონ ნორისთან ჩაატარებს.
წითელ ჯგუფში დანილ მედვედევმა ჰუბერტ ჰურკაჩის შემდეგ ალექსანდრ ზვერევი 6:3, 6:7, 7:6 დაამარცხა და საუკეთეს ოთხეულში ადგილი გაინაღდა. მომდევნო შეხვედრას რუსი იანიკ სინერს ჩაატარებს, რომელმაც მატეო ბერეტინი ჩაანაცვლა (ტრავმის გამო) ტურნირზე.