კატალონიის „ბარსელონაში“ დაბრუნებულმა დანი ალვეშმა ნომერი აირჩია და „ბლაუგრანას“ ღირსებას ამჯერად 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
„ბარსაში“ ეს ნომერი ყველაზე მეტად ანდრეს ინიესტასთან ასოცირდება, ბოლოს კი მირალემ პიანიჩის კუთვნილება იყო, რომელიც ზაფხულში „ბეშიქთაშში“ იჯარით გადავიდა.
დანი ალვეშს „ბარსელონაში“ 2, 20, 22 და 6-ნომრიანი მაისურებით უთამაშია. ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს სეზონის ბოლომდე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდს იანვრიდან დაეხმარება.