ბრაზილიის დიდი პრიზი, რბოლების მოყვარულებისთვის დაუვიწყარ სანახაობად იქცა. მაგრამ რომ არა „მერსედესის“ კარგად გათვლილი სტრატეგია და ლუის ჰამილტონის უბადლო შესრულება, ის შეიძლება მოსაწყენიც ყოფილიყო და დარჩენილი სამი რბოლის მიმართ ინტერესიც დაესამრებინა.
ამის მიზეზი კი ჰამილტონის დაჯარიმება იქნებოდა, რის შემდეგაც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს სპრინტის ბოლო პოზიციიდან, მთავარი რბოლის კი მეათე პოზიციიდან დაწყებამ მოუწია. და მას მცირე შანსი ჰქონდა იმისა, რომ თუნდაც კვარცხლბეკზე ასვლას შეძლებდა.
რაც შეეხება ჯარიმას, სტიუარდებმა ის მხოლოდ იმის გამო გამოუწერეს, რომ ჰამილტონის მანქანის უკანა ფრთის DRS სისტემა, დასაშვებზე (85 მილიმეტრი) 0.2 მილიმეტრით მეტად იღებოდა. „მერსდესმა“ ეს დაზიანებას მიაწერა, მაგრამ სტიუარდებმა არ დაუჯერეს და მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს.
„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა დასვა კითხვა, რატომ მივიდა საქმე სტიუარდებამდე, როცა სხვა გუნდებს, დახურულ პარკში დაზიანებული კომპონენტების რემონტის უფლება მიეცათ. ვოლფი თვლის, რომ საქმე სტიუარდებამდეც არ უნდა მისულიყო და გუნდს დაზიანების გარემონტების საშუალება ისევე უნდა მისცემოდა, როგორც სხვებს. მაგრამ საქმე სტიუარდებს გადაეცა, რომლებიც გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. „ყველაფრის მიუხედავად, ჩვემ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენ ვფიქრობდით, ყველაფრის გათვალისწინებით, FIA იტყოდა, რომ ეს დაზიანების ბრალია და რეგლამენტის დარღვევას ადგილი არ აქვს. ისინ ამბობდნენ კიდეც, რომ განზრახულად არაფერი მომხდარა. მაგრამ შემდგ გავიგეთ დსკვალიფიკაციის შესახებ. არ მჯეროდა. მეგონა, რომ სპორტული დირექტორირონ მედოუსი მეხუმრებოდა“, - ყვება ვოლფი.
ის დასძენს, რომ ინჟინრებს ფრთის დაზიანების შესაძლო მიზეზი ჯერ არ გამოუკვლევიათ, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, წინასწარი ვარაუდით, დაზიანება კვალიფიკაციაზე უნდა მომხდარიყო. ფრთა ჯერაც FIA-ს განკარგულებაშია და ის „მერსედესს“ ერთი კვირის შემდეგ გადაეცემა.