ფეხბურთი

2:10 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი, ესპანეთი და ხორვატია მუნდიალზე, რონალდუს პორტუგალია პლეი-ოფში!

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე სერბეთის, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებები ითამაშებენ. მორიგმა სათამაშო დღემ სწორედ ასეთი ვერდიქტი გამოიტანა.

A ჯგუფი

A ჯგუფში ყველაფერი მარტივად იყო: ლისაბონში პორტუგალია სერბეთს მასპინძლოდა, ორივეს 17-17 ქულა ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებს ფრე, სტუმრებს კი მხოლოდ მოგება აწყობდათ. საბოლოოდ სერბეთმა მოიგო და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია პლეი-ოფში გაგზავნა.

არადა, ლუზიტანელებისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო და მეორე წუთზე რენატო სანჩესმა ანგარიში გახსნა. თუმცა, პირველივე ტაიმში დუშან ტადიჩმა გაათანაბრა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. საბოლოოდ, დრამატული მატჩის ბედი 90-ე წუთზე ალექსანდრ მიტროვიჩის თავურმა დარტყმამ გადაწყვიტა და სერბეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა.

პორტუგალია - სერბეთი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 სანჩესი (2), 1:1 ტადიჩი (33), 1:2 მიტროვიჩი (90)

ლუქსემბურგი - ირლანდია 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 დაფი (67), 0:2 ოგბენე (75), 0:3 რობინსონი (88)

1. სერბეთი 8 6 2 0 18 9 9 20
2. პორტუგალია 8 5 2 1 17 6 11 17
3. ირლანდია 8 2 3 3 11 8 3 9
4. ლუქსემბურგი 8 3 0 5 8 18 -10 9
5. აზერბაიჯანი 8 0 1 7 5 18 -13 1

B ჯგუფი

B ჯგუფშიც, სადაც საქართველო ასპარეზობდა, ანალოგიური ვითარება იყო. ესპანეთი შვედეთს მასპინძლობდა და ფრეც აწყობდა, შვედებს - მხოლოდ მოგება. საბოლოოდ, ლუის ენრიკეს გუნდმა უღიმღალო შეხვედრაში ალვარო მორატას 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზეა, ხოლო შვედეთი ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს და იქ ეცდება სიტუაციის გამოსწორებას. გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოსთან მარცხი რომ არა, სკანდინავიელებს ესპანეთთან ფრეც ეყოფოდათ...

საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ბოლო ტური გამოტოვა, ჯგუფში მეოთხე ადგილი 7 ქულით დაიკავა და 3 ქულით ჩამორჩა საბერძნეთის ნაკრებს, რომელმაც შინ კოსოვოსთან 1:1 ითამაშა. ვილი სანიოლის გუნდს ბათუმში ბერძნები რომ დაემარცხებინათ, მესამე ადგილი ერგებოდა, მაგრამ არ გამოვიდა.

ესპანეთი - შვედეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მორატა (86)

საბერძნეთი - კოსოვო 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 მასურასი (44), 1:1 რაჰმანი (76)

1. ესპანეთი 8 6 1 1 15 5 10 19
2. შვედეთი 8 5 0 3 12 6 6 15
3. საბერძნეთი 8 2 4 2 8 8 0 10
4. საქართველო 8 2 1 5 6 12 -6 7
5. კოსოვო 8 1 2 5 5 15 -10 5

H ჯგუფი

H ჯგუფშიც ფინალის ტოლფასი მატჩი შედგა: ხორვატიას შინ რუსეთთან მხოლოდ მოგება გაიყვანდა მუნდიალზე, რუსეთს ფრეც ხელს აძლევდა. ყველაფერი ვალერი კარპინის გუნდის სასიკეთოდ მიდიოდა, მაგრამ 81-ე წუთზე ფიოდორ კუდრიაშევმა საკუთარ კარში გაიტანა და ამ ავტოგოლით მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიაა, რუსეთი კი პლეი-ოფში.

ხორვატია - რუსეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კუდრიაშევი (81, საკ-კარში)

მალტა - სლოვაკეთი 0:6 (0:3)

გოლები: 0:1 რუსნაკი (6), 0:2 დუდა (8), 0:3 რუსნაკი (16), 0:4 დუდა (69), 0:5 დე მარკო (72), 0:6 დუდა (80)

სლოვენია - კვიპროსი 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ზაიჩი (48), 2:0 ჩერინი (84), 2:1 კაკულისი (89)

1. ხორვატია 10 7 2 1 21 4 17 23
2. რუსეთი 10 7 1 2 19 6 13 22
3. სლოვაკეთი 10 3 5 2 17 10 7 14
4. სლოვენია 10 4 2 4 13 12 1 14
5. კვიპროსი 10 1 2 7 4 21 -17 5
6. მალტა 10 1 2 7 9 30 -21 5

J ჯგუფი

და ბოლოს, J ჯგუფი, საიდანაც გერმანიას დიდი ხანია მოპოვებული ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება, მაგრამ სამაგიეროდ, პლეი-ოფის ბედი ირკვეოდა. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ახლა მუნდიალზე გასვლის შანსი აქვს, რადგან შინ ისლანდიას 3:1 მოუგო და რუმინეთს ნაკრებს 1 ქულით გაასწრო. ამგვარად, ბრძოლას აგრძელებს.

სომხეთი - გერმანია 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 ჰავერტცი (15), 0:2 გიუნდოგანი (45), 0:3 გიუნდოგანი (50), 1:3 მხითარიანი (59. პენ), 1:4 ჰოფმანი (64)

ჩრდ. მაკედონია - ისლანდია 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ალიოსკი (7), 1:1 თორსტეინსონი (54), 2:1 ელმასი (65), 3:1 ელმასი (87)

ლიხტანშტაინი - რუმინეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მანი (8), 0:2 ბანჩუ (87)

1. გერმანია 10 9 0 1 36 4 32 27
2. ჩრდ. მაკედონია 10 5 3 2 23 11 12 18
3. რუმინეთი 10 5 2 3 13 8 5 17
4. სომხეთი 10 3 3 4 9 20 -11 12
5. ისლანდია 10 2 3 5 12 18 -6 9
6. ლიხტანშტაინი 10 0 1 9 2 34 -32 1

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს 32 მონაწილედან 9 უკვე ჰყავს - ყატარი, ბრაზილია, გერმანია, დანია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, სერბეთი და ხორვატია.

0.271311