ფეხბურთი

2:12 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ პოკერი შეასრულა, საფრანგეთი და ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ

საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, ხოლო ნიდერლანდები მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ახლა ბოლო ტურში მოუწევს კიდევ ბრძოლა.

D ჯგუფი

საფრანგეთის ნაკრებმა შინ ყაზახეთს უმასპინძლა და 8:0 გაანადგურა. ფანტასტიკური თამაში ჰქონდა კილიან მბაპეს, რომელმაც პოკერი შეასრულა! პსჟ-ს შემტევს ოთხიდან 3 გოლის გასატანად საწყისი 32 წუთი ეყო. დუბლით გამოირჩა კარიმ ბენზემა, ხოლო თითოჯერ თავი ადრიენ რაბიომ და ანტუან გრიზმანმა გამოიჩინეს. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ამ გამარჯვების შედეგად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

თუ პირველი ადგილის ბედი გადაწყდა, მეორე პოზიციისთვის ბრძოლა გრძელდება. ფინეთის ნაკრებმა ბოსნიასთან სტუმრად რიცხობრივ უმცირესობაში მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ფინელები უკრაინას 2 ქულით უსწრებენ და ბოლო ტურში საფრანგეთს უმასპინძლებენ, ხოლო მისი კონკურენტი ბოსნიაში ითამაშებს.

საფრანგეთი - ყაზახეთი 8:0 (3:0)

გოლები: 1:0 მბაპე (6), 2:0 მბაპე (12), 3:0 მბაპე (32), 4:0 ბენზემა (55), 5:0 ბენზემა (59), 6:0 რაბიო (75), 7:0 გრიზმანი (84), 8:0 მბაპე (87)

ბოსნია - ფინეთი 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ფორსი (29), 0:2 ლოდი (51), 1:2 მენალო (69), 1:3 ო’შონესი (73)

1. საფრანგეთი 7 4 3 0 16 3 13 15
2. ფინეთი 7 3 2 2 10 8 2 11
3. უკრაინა 7 1 6 0 9 8 1 9
4. ბოსნია 7 1 4 2 9 10 -1 7
5. ყაზახეთი 8 0 3 5 5 20 -15 3

E ჯგუფი

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა ბელგიის ნაკრებმაც, რომელმაც შინ ესტონეთს მოკრძალებულად, მაგრამ უპრობლემოდ, 3:1 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

მეორე ადგილისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა უელსის ნაკრებმა, რადგან შინ ბელარუსთან 5:1 მოგების შემდეგ ჩეხეთს 3 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში ბელგიასთან საკუთარ მოედანზე თუ არ დამარცხდება, პლეი-ოფში ითამაშებს.

უელსი - ბელარუსი 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 რემზი (3), 2:0 უილიამსი (20), 3:0 რემზი (50), 4:0 დევისი (77), 4:1 კონცევოი (87), 5:1 რობერტსი (89)

ბელგია - ესტონეთი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბენტეკე (11), 2:0 ფერეირა-კარასკო (53), 2:1 სორგა (70), 3:1 აზარი (74)

1. ბელგია 7 6 1 0 24 5 19 19
2. უელსი 7 4 2 1 13 8 5 14
3. ჩეხეთი 7 3 2 2 12 9 3 11
4. ესტონეთი 7 1 1 5 9 19 -10 4
5. ბელარუსი 8 1 0 7 7 24 -17 3

G ჯგუფი

ყველაზე დაძაბული ვითარება ამ ჯგუფშია. არადა, ნიდერლანდების ნაკრები ძალიან ახლოს იყო მუნდიალის საგზურის გაფორმებასთან. ლუის ვან გაალის გუნდს 3 ქულა სჭირდებოდა და მონტენეგროს სტუმრად 82-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. მასპინძლებმა 4-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს და ფრე 2:2, რამაც „ორანჯი“ ჯერ კიდევ ბრძოლაში დატოვა.

თურქეთის ნაკრებმა გიბრალტარს 6:0 იოლად მოუგო, ხოლო ერლინგ ჰოლანდის გარეშე ნორვეგიის ნაკრებმა შინ მოულოდნელად ლატვიასთან უძვირფასესი ქულები დაკარგა (0:0).

შედეგად, ნიდერლანდებს 20 ქულა აქვს, თურქეთსა და ნორვეგიას 18-18. ბოლო ტურში თურქეთი მონტენეგროს სტუმრობს, ხოლო ნორვეგია ნიდერლანდებს სტუმრად შეხვდება. სხვათა შორის, ლუის ვან გაალის გუნდმა რომ წააგოს და თურქეთმა მოიგოს, ნიდერლანდები ჯგუფში ჩარჩება. ამდენად, ბოლო ტურში ფეხის დაცდენის უფლება ნამდვილად არ აქვს.

მონტენეგრო - ნიდერლანდები 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 დეპაი (25, პენ), 0:2 დეპაი (54), 1:2 ვუკოტიჩი (82), 2:2 ვუინოვიჩი (86)

ნორვეგია - ლატვია 0:0 (0:0)

თურქეთი - გიბრალტარი 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 აკტურკოღლუ (11), 2:0 დერვისოღლუ (38), 3:0 დერვისოღლუ (41), 4:0 დემირალი (65), 5:0 დურსუნი (81), 6:0 მულდური (84)

1. ნიდერლანდები 9 6 2 1 31 8 23 20
2. თურქეთი 9 5 3 1 25 15 10 18
3. ნორვეგია 9 5 3 1 15 6 9 18
4. მონტენეგრო 9 3 3 3 13 13 0 12
5. ლატვია 9 1 3 5 8 13 -5 6
6. გიბრალტარი 9 0 0 9 3 40 -37 0
0.243752