ფეხბურთი

0:58 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში "ბარსელონაში" დაბრუნდა

კატალონიის „ბარსელონაში“ დანი ალვეში დაბრუნდა. „ბლაუგრანას“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსას“ მომდევნო კვირაში შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს, მაგრამ იანვრამდე ვერ ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი. დანი ალვეში ჩავის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში „ბარსელონას“ პირველი ტრანსფერია.

შეგახსენებთ, დანი ალვეშმა კარიერა სამშობლოში, „ბაიას“ რიგებში დაიწყო, სახელი კი ესპანურ „სევილიაში“ გაითქვა, საიდანაც 2008 წელს „ბარსელონას“ შეუერთდა და 2016 წლამდე კატალონელთა მაისურით 391 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ბრაზილიელმა „იუვენტუსში“, „პარი სენ ჟერმენსა“ და „სან პაულუში“ ითამაშა, რომელთანაც კონტრაქტი აგვისტოს ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო გაწყვიტა.

0.118019