ფეხბურთი

22:02 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკის რეკორდული შედეგი გერმანიის ნაკრებში

ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდის ჩაბარების შემდეგ ზედიზედ ექვსი შეხვედრა მოიგო. "ბუნდესნაკრებმა" მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეცხრე შეხვედრაში "ლიხტენშტეინი" 9:0 დაამარცხა და ფლიკმა რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფლიკმა ეროვნული ნაკრები ევრო2020-ის დასრულების შემდეგ ჩაიბარა. ექვს შეხვედრაში ჰანსის გუნდმა 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. ასევე, ბოლო 52 წლის განმავლობაში გერმანიამ პირველად შეძლო მუნდიალის შესარჩევის შეხვედრაში ცხრა გოლის გატანა. გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გასულია, ხოლო შესარჩევის ბოლო შეხვედრას 14 ნოემბერს სტუმრად სომხეთთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10404