სხვა

16:38 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: "IOC სპორტში კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს"

სპორტში კორუფციასთან ბრძოლაზე მიძღვნილ საერთაშორისო ონლაინ-ფორუმზე (International Forum for Sports Integrity) გამოსვლისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ IOC კორუფციასთან ბრძოლას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

"IOC სპორტში კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს და ამას საერთაშორისო დონეზე ეროვნულ ფედერაციებთან ერთად გავაკეთებთ, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი, - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კორუფციის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა და თამაშებმაც აჩვენა, რომ ერთად ყოფნით შეგვიძლია წარმატებების მიღწევა. სწორედ ამიტომ განვაახლეთ ოლიმპიური დევიზი, რომელიც ახლა ჟღერს როგორც "სწრაფად, მაღლა, ძლიერად - ერთად."

ამგვარი საერთაშორისო ფორუმი მეოთხედ ჩატარდა. ფორუმი აერთიანებს ოლიმპიური მოძრაობის 500-ზე მეტ წარმომადგენელს - მთავრობებს, სააგენტოებს, საბუკმეკერო კანტორებს და სხვადახვა მიმართულების ექსპერტებს.

GEONOC.ORG.GE

თეგებითომას ბახი
0.122176