ფეხბურთი

15:25 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორსბერგი: "საქართველომ შესარჩევ ციკლში შედეგების მიუხედავად კარგად ითამაშა"

შვედეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ემილ ფორსბერგმა საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვილი სანიოლის გუნდმა შედეგების მიუხედავად შესარჩევ ციკლში კარგი მატჩები ჩაატარა და მათ შორის, შვედეთშიც.

„საქართველომ ჩვენთან მატჩში დაამტკიცა, რომ ბურთის ფლობის უნარი აქვს. კარგად ითამაშებს ესპანეთთან, კოსოვოსთან და საბერძნეთთან, შთაბეჭდილების მოხდება ნამდვილად შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები კარგი არ აქვს. საქართველომ ჩვენთან კარგად ითამაშა და 100%-ით დახარჯვაა საჭირო. გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. თუ დაცვაში მაღალ დონეზე ვითამაშებთ, შეტევაში ვიცით, რა თვისებებიც გვაქვს“, - თქვა ფორსბერგმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115766