ფეხბურთი

12:03 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" რამონ პლანესი ტოვებს და ჩავის მისი შეცვლა პუიოლით სურს

„ბარსელონას“ სპორტული დირექტორის თანამდებობიდან შესაძლოა რამონ პლანესი გადადგეს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, მაგრამ გუნდის დატოვებას მანამდე აპირებს.

პლანესი „ბარსელონაში“ 2018 წელს ჟოზეპ ბართომეუს პრეზიდენტობისას დაინიშნა, თუმცა მას ნდობა ჟოან ლაპორტამაც გამოუცხადა. მიუხედავად ამისა, ჩავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ რამონმა კლუბში მისი ფუნქციების შესუსტება იგრძნო.

AS-ის ინფორმაციით, ჩავი „ბარსას“ სპორტული დირექტორის პოსტზე მისი ყოფილი თანაგუნდელის, კარლეს პუიოლის კანდიდატურას ხედავს. თუმცა, ლეგენდარულ მცველს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და უნდა დაფიქრდეს, რამდენად მზად არის საპასუხისმგებლო ფუნქციის შესასრულებლად.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და მისი დებიუტი 20 ნოემბერს, „ესპანიოლთან“ შეხვედრაში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121012