ფეხბურთი

11:00 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ქალთა გუნდის წევრი თანაგუნდელზე ფიზიკური თავდასხმის შეკვეთისთვის დააკავეს

„პარი სენ ჟერმენის“ ქალთა გუნდის ფეხბურთელი ამინატა დიალო დააკავეს. როგორც L’Equipe იტყობინება, მან თანაგუნდელ ხეირა ამრაუიზე თავდასხმა შეუკვეთა.

როგორც ცნობილი გახდა დიალომ თანაგუნდელის სასტიკად ცემა ორ მამაკაცს დაავალა. ნიღბიანი პიროვნებები ამრაუის ჩაუსაფრდნენ, მანქანიდან გადმოიყვანეს და ხელ-ფეხის არეში რკინის ხელკეტები ურტყეს. დიალომ თავდამსხმელებს დაავალა, რომ მისი თანაგუნდელი სწორედ ფეხებში დაეზიანებინათ, რომ ფეხბურთი ვეღარ ეთამაშა.

ამინატა დიალო და კეირა ამრაუი ერთი პოზიციის ფეხბურთელები არიან და კონკურენტის თავიდან მოშორება მან ამ გზით სცადა. მომხდარი პსჟ-მ ოფიციალური განცხადებითაც დაადასტურა.

„პარი სენ ჟერმენი“ ადასტურებს, რომ ამინატა დიალო ვერსალის პოლიციაში იმყოფება ერთ-ერთ ფეხბურთელზე თავდასხმის შეკვეთის გამო. პსჟ ძალადობას აბსოლუტურად გმობს. კლუბმა ყველა ზომა მიიღო დაზარალებულის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ქალთა გუნდის უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფრანგული პრესის ცნობით, ბოლო დღეებში "პარი სენ ჟერმენის" ქალთა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა მუქარის წერილი მიიღო, მათ შორის, ამრაუიმ. ვარაუდობენ, წერილების ავტორი დიალო იყო.

0.117046