ფეხბურთი

13:50 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ კესი "მილანში" ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს ითხოვს

იტალიური „მილანი“ ფრანკ კესის ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება. კოტ დივუარელ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და სავარაუდოდ, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

იტალიური მედიის ცნობით, კესი ხელფასის სახით სეზონში 9 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ, როდესაც „მილანი“ მას მხოლოდ 6 მილიონ ევროს სთავაზობს და ამიტომაც, შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. 24 წლის ფეხბურთელს უკვე აქტიურად უკავშირებენ ლონდონის „ტოტენჰემს“.

ფრანკ კესი „მილანში“ 2017 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. მიმდინარე სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.114194