ფეხბურთი

11:00 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში გაბრაზდნენ და ცდილობენ მესი ნაკრების შეკრებიდან პარიზში დააბრუნონ

ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენში“ ბოლო მატჩები ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს და ისიც ლიონელ სკალონის გუნდში გამოცხადდა.

პარიზელები „ალბისელესტეში“ მესის მიწვევის გამო ძალიან გაბრაზდნენ და ლეონარდომ თქვა, რომ ფიფამ რეგულაციებიც კი უნდა დააწესოს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები ნაკრებებში არ უნდა მიდიოდნენ. უფრო მეტიც, ფრანგული კლუბი ცდილობს, რომ ფეხბურთელი პარიზში დააბრუნოს.

თუმცა, როგორც ჩანს, ლეოს ტრავმა აღარ აქვს და მან არგენტინის ნაკრებში ივარჯიშა კიდეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, მესი თავს კარგად გრძნობს და უახლოესი მატჩებისთვის, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან მზად იქნება. საინტერესოა, რომ სექტემბრიდან მოყოლებული მესიმ არგენტინის ნაკრებში ყველა მატჩი ჩაატარა, პსჟ-ში კი მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაში 16 თამაშიდან მხოლოდ რვაში იყო.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პსჟ-ს ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ ფრანგულ გუნდში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა - სამივე ჩემპიონთა ლიგაზე, ლიგა 1-ში კი არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

0.118048