ფეხბურთი

22:53 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "ახალგაზრდა თაობა მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების მომხრეა"

ცნობილმა ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება სურს, თქვა, რომ უფროს თაობას ცვლილებების ეშინია.

როგორც ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა აღნიშნა, ახალგაზრდა თაობა ცვლილებას მხარს უჭერს და ოთხწლიანი ტურნირის მხარდაჭერა მხოლოდ ემოციებს ეფუძნება.

„მიკვირს, რომ არადისკრიმინაციულ საზოგადოებაში ქუჩაში ხალხს რომ ჰკითხით, კარგი იდეაა თუ არა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება, ყველა იტყვის, რომ დიახ, ეს ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. მაშინ რატომ არის ცუდი მამაკაცთა ფეხბურთისთვის? ეს იმაზე მეტყვლებს, რომ ორწლიანი ტურნირის იდეის უარყოფა ემოციებთანაა დაკავშირებული. ჩვენ გავიზარდეთ იმის გაცნობიერებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და გვინდა ყველაფერი უცვლელი დარჩეს. ჩვენს გამოკითხვაში მოსაზრება ორად იყოფა: ახალგაზრდა თაობა მხარს გვიჭერს და 50 წელს უფროსი თაობა ეწინააღმდეგება. შიში არ არის საჭირო“, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების საკითხზე მუშაობს. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა.

0.117019