ფეხბურთი

19:00 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთის ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდი ამჯერად სრული შემადგენლობით შეიკრიბა და მეორე საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

გუნდმა თბილისში ივარჯიშა, მაგრამ ბათუმში უკვე გაემგზავრა, სადაც შეხვედრა გაიმართება. შვედეთთან შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ლაშა დვალი და გურამ გიორბელიძე ვერ დაეხმარებიან, რომლებსაც დისკვალიფიკაციის მოხდა უწევთ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102571