ფეხბურთი

17:50 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ შესაძლოა "მანჩესტერი" დატოვოს, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა

კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს, თუ „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ. აღნიშნული ინფორმაცია Daily Express-მა გაავრცელა.

წყაროს თანახმად, რონალდუ „იუნაიტედის“ ამჟამინდელი ამბიციებით უკმაყოფილოა და 36 წლის პორტუგალიელს არ სურს კარიერის ბოლო წლები ევროპა ლიგაზე თამაშში გაატაროს.

„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 17 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, შევა თუ არა ოთხეულში, მაგრამ ფაქტია, გუნდს პრობლემები აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მოუწევს.

რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 27 აგვისტოს დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.

0.12019