ფეხბურთი

17:14 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი სიმეონე სერია A-ს ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ვერონას“ თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე იტალიის სერია A-ს ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში სიმეონემ 5 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მან პოკერი შეასრულა, რომის „ლაციოსთან“, დუბლი „იუვენტუსთან“, ერთხელ კი „სპეციასაც“ გაუტანა. გარდა ამისა, ნოემბერიც კარგად დაიწყო და „ნაპოლის“ კარიც დალაშქრა.

მთლიანობაში 26 წლის ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 9 გოლია და ბომბარდირობისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია.

0.115097