ფეხბურთი

16:30 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ შესაძლოა მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს.

პოგბამ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და რის შედეგადაც საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა. ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ დაზიანების გამო პოლს 6-8 კვირის გამოტოვება მოუწევს, რაც ნიშნავს, რომ მოედანზე 2022 წლამდე ვეღარ გავა.

მიმდინარე სეზონშ პოგბამ ყველა ტურნირზე „მანჩესტერის“ რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, თუმცა საგოლე პასი 7-ჯერ შეასრულა.

0.112134