„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
პოგბამ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად შეწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის დეტალური ხარისხი და პერიოდი, რომელიც მას გაუცდება.
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 13 ნოემბერს ყაზახეთს, ხოლო 16 ნოემბერს, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.