ფეხბურთი

21:37 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "სასიამოვნოა, რომ გულშემატკივარი ბრუნდება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა"

საქართველოს ნაკრებმს წლის ბოლო ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს კომენტარი თურქული „ჰატაისპორის“ ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, შვედეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება.

„ვემზადებით შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. ხვალიდან სრული შემადგენლობით შევიკრიბებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ“, - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113795