ფეხბურთი

15:46 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

აჯანყება "მანჩესტერში": რონალდუ და სხვა ფეხბურთელები სულშერის წინააღმდეგ

ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაძაბული ვითარებაა. ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბში ფეხბურთელები ოლე გუნარ სულშერს აუჯანყდნენ და ნორვეგიელ სპეციალისტთან ცუდი ურთიერთობა აქვთ.

აჯანყებულ ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუცაა, რომელიც იმედგაცრუებულია გუნდის შედეგებით, განსაკუთრებით კონკურენტ „ლივერპულთან“ (0:5) და „მანჩესტერ სიტისთან“ (0:2) საშინაო მარცხებით.

„წითელი ეშმაკები“ ბოლო დროს მართლაც ცუდ ფორმაში არიან და ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში 6 მარცხი განიცადეს, პრემიერლიგაში კი ლიდერ „ჩელსის“ უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან.

ოლე გუნარ სულშერი ჯერჯერობით ინარჩუნებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, მაგრამ როდემდე გასტანს ნორვეგიელის ნდობის მანდატი, უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110615