სხვა

0:14 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ესტონეთთან წააგო და შესარჩევი ვერ დაძლია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვერ დაძლია.

ფლორინ იაკუბის გუნდს ბოლო ტურში ესტონეთთან ფრეც აწყობდა, მაგრამ მარცხი განიცადა. არადა, საქართველოს ნაკრები მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის ნახევარი ანგარიშში წინ იყო, მაგრამ მატჩის ბოლო ნაწილი ესტონელებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ, 31:27 იმარჯვეს.

საქართველო მატჩის რამდენიმე მონაკვეთში ოთხბურთიან უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა.

შედეგად, მეორე შესარჩევ ეტაპზე ფინეთისა და ესტონეთის ნაკრებები გავიდნენ, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ხელბურთელებმა ესტონეთთან მარცხამდე დიდ ბრიტანეთს მოუგეს და ფინეთთან ფრე ითამაშეს.

0.112761