ფეხბურთი

22:00 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ნინუას ვითარებით არ ვართ კმაყოფილი და არც ის არის ბედნიერი"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „პაფოსთან“ მატჩის შემდეგ გიორგი ლორიას და ნიკა ნინუას უთამაშებლობაზე ისაუბრა.

ეს შეხვედრა „ანორთოსისმა“ 1:0 მოიგო, ლორია თადარიგში დარჩა, ნინუა განაცხადში არ იყო და მხოლოდ ნიკა კაჭარავამ ითამაშა, ისიც პირველი ტაიმი.

„რთული კვირის შემდეგ მიზანს მივაღწიეთ, „ომონიასთან“ და „პაფოსთან“ გამარჯვება მოვიპოვეთ. მიხარია, რომ გოლი არ გავუშვით, ეს სამი ქულა სატურნირო ცხრილში წინსვლაში დაგვეხმარება. კმაყოფილი ვარ თამაშით და იმის გათვალისწინებით, რაც გამოვიარეთ. იმედია, ეს გამარჯვება დაგვეხმარება. ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და შემდეგ ვარჯიშს დავუბრუნდებით, რომ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩისთვის მზად ვიყოთ.

ლორია? ის მთელი კვირა ჩვენთან არ ყოფილა, არ ვარჯიშობდა, პატარა პრობლემა ჰქონდა. გადავწყვიტე ტცურის ეთამაშა და კარგადაც გამოიყურებოდა, ორი საიმედო მეკარე გვყავს. ნინუას უთამაშებლობა? 10 წუთიც რომ მოგეცეს, შესაძლებლობები უნდა აჩვენო. მას კუნთის პრობლემა აქვს, მაგრამ მისით კმაყოფილი არ ვართ და არც ის არის ჩვენთან ბედნიერი“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, ნიკა ნინუა „ანორთოსისში“ სალონიკის პაოკ-იდან იჯარით გადავიდა, მაგრამ კვიპროსულ გუნდში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, მთლიანობაში კი სამჯერ გავიდა მინდორზე. ფამაგუსტელებს კვიპროსის ჩემპიონატში 12 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121908