სხვა

10:23 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთი: საქართველოს ნაკრების ფრე ფინეთთან

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი ჩაატარა და ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ფრედ 29:29 დასრულდა. ფლორინ იაკობის გუნდიპირველი ტაიმში მეტოქეს 18:15-ს ამარცხებდა, თუმცა მეორე ნახევარში მათ 3 გოლით მეტის გატანა მოახერხეს და ქულის გადარჩენა მოახერხეს. საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი ირაკლი კბილაშვილი იყო, რომელმაც 8 გოლი გაიტანა. თეიმურაზ ორჯონიკიძემ თავი 7-ჯერ გამოიჩინა, რევაზ ჭანტურიამ და ერეკლე არსენაშვილმა კი მეტოქის კარში 5-5 გოლი გაიტანეს.

ქართველმა ხელბურთელებმა პირველ ტურში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 32:26 აჯობეს და ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ. დღეს კი ესტონეთს შეხვდებიან და მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნით. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

0.115456