საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე სევილიის „ბეტისში“ ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას ანდალუსიური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
ბურჯანაძე ბოლო დროს კარგ ფორმაშია და „ბეტის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. უკანასკნელ შეხვედრაში მან „ვალენსიასთან“ 6 სამქულიანიც ჩააგდო და ლიგა ენდესას მერვე ტურის სამ საუკეთესო კალათბურთელში მოხვდა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.6 წუთში 6.1 ქულას, 2.9 მოხსნას, 0.6 პასს, 0.4 ჩაჭრას და 0.1 დაფარებას აგროვებს.