ჩოგბურთი

1:18 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნორვეგიელი ATP-ს ფინალში

ATP-ს ფინლის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვა. ორი დარჩენილი ვაკანსია, პოლონელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა და ნორვეგიელმა კასპერ რუუდმა შეავსეს. სეზონის დამამთავრებელ ტურნირზე ორივე პირველად იასპარეზებს. ტურნირი 14-21 ნოემბერს, იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.

22 წლის რუუდი პირველი ნორვეგიელი ჩოგბურთელია, ვინც ATP-ს ფინალში ითამაშებს. ამ სეზონში მან ATP-ს ხუთ ტურნირზე გაიმარჯვა. სულ კი კარიერაში, ტურზე ექვსი ტიტული აქვს მოპოვებული. მის გარდა, ხუთი ტიტული მიმდინარე სეზონში მხოლოდ გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა მოიგო. უფრო მეტი გამარჯვება სხვას არავის აქვს.

„წარმოუდგენელი სეზონია და მას საუკეთესო დასასრული ექნება. რამდენიმე სტრესიანი თვე გავატარე, რადგან რთული ტურნირები იყო. იმავდროულად, ეს სასიამოვნო პროცესი იყო“, - ამბობს რუუდი (ფოტოზე), ვინც პარიზის მასტერსის მესამე წრეში, ამერიკელი მარკოს ჯირონი 6-2, 6-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში ზვერევს ხვდება.

ATP-ს ფინალის მერვე საგზური ჰურკაჩმა მოიპოვა. მან პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში, ავსტრალიელ ჯეიმს დაკუორტს 6-2, 6-7(4), 7-5 მოუგო. 24 წლის პოლონელს ამ სეზონში სამი ტურნირი აქვს მოგებული და ამჟამად რეიტინგში მე-10 ადგილი უკავია.

რუუდთან და ჰურკაჩთან ერთად, სეზონის დამამთავრებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩი, დანიილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი, ზვერევი, ანდრეი რუბლევი და მატეო ბერეტინი ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111976