სხვა

23:41 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სახილ ალახვერდოვმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებისთვის ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დასრულდა.

ბელგრადის რინგზე ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედლები დაიბევეს ლაშა გურულმა (67 კგ) და სახილ ალახვერდოვმა (48 კგ). გურულმა ტრავმის გამო ნახევარფინალში ასპარეზობაზე უარი თქვა და მესამე ადგილი ერგო. ასპარეზობა გააგრძელა ალახვერდოვმა, მაგრამ ფინალში გამსვლელ ორთაბრძოლაში დამარცხდა ტაილანდელ ვუტიჩაი ირაჩაისთან და ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი მოკრივე, რომელმაც მედალი მოიპოვა გიორგი კანდელაკია, რომელმაც 1993 წლის მსოფლიო პირველობა ვერცხლის მედლით დაასრულა. გარდა ამისა, კანდელაკი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონიც არის (1997).

საქართველოს წარმომადგენელთაგან მსოფლიო რინგზე სხვადასხვა დროს მედლები ასევე მოუპოვებული აქვთ კობა გოგოლაძეს (1997, ბრინჯაო), კობა ფხაკაძეს (2009, ბრინჯაო) და ოთარ ერანოსიანს (2017, ბრინჯაო).

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11223