ფეხბურთი

21:29 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკო "ინტერის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ბოსნია-ჰერცოგოვინას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ედინ ჯეკო მილანის "ინტერის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჯეკომ გასულ თვეში ექვსი მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი მიმდინარე სეზონში ედინმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრა გამართა და თავი რვა გოლით და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116042