ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა და რობერტო ფირმინოს ნაცვლად მადრიდის "რეალის" შემტევი ვინისიუს ჟუნიორი გამოიძახა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.
"ლივერპულის" ფეხბურთელმა ფეხის დაზიანება "ატლეტიკოსთან" მოგებულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ფეხბურთელი, თუმცა იურგენ კლოპის განცხადებით რობერტო ნაკრების თამაშებს აუცილებლად გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა 15 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულის ნაკრების მაისური კი 21 წლის ფეხბურთელს შვიდჯერ აქვს მორგებული. ბრაზილია 12 ნოემბერს კოლუმბიას დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს - არგენტინას.