„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის მაურო იკარდისა და ვანდა ნარას ურთიერთობა, როგორც ჩანს საბოლოოდ დასრულდა.
წყვილი თითქოს შერიგდა, მაგრამ ბოლო დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ ისინი ისევ დაშორდნენ და ეს უკვე საბოლოო ნაბიჯია, რადგან ვანდამ აწ უკვე ყოფილი მეოღე ჩინა სუარესთან ღალატში კიდევ ერთხელ გამოიჭირა.
არგენტინული მედიის ცნობით, განქორწინების გამო იკარდიმ ნარას კომპნესაციის სახით თანხა უნდა გადაუხადოს, რომელიც ძალიან ბევრია - 70 მილიონი ევრო!
აღსანიშნავია, რომ ვანდა პარიზში აღარ ცხოვრობს და მილანში დაბრუნდა. მან ინსტაგრამის პირად გვერდზე დღეს საინტერესო სთორი განათავსა - ყოფილი მეუღლის, მაქსი ლოპესის ფოტო, რომელიც შვილებთან ერთადაა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ იკარდისთან მისი 7-წლიანი ქორწინება წარსულს ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდი და ვანდა ნარა 2014 წელს დაქორწინდნენ და არგენტინელი ლამაზმანი პსჟ-ს თავდამსხმელის საფეხბურთო აგენტობასაც ითავსებდა.