ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ მის რჩეულთა შორის მოხვდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი - დანი კარვახალი. ლუის ენრიკემ შემადგენლობა ძალიან ორიგინალურად დაასახელა, VAR-ის ოთახიდან და არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), რობერტო სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი)
მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), დანი კარვახალი (რეალი), აიმერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ერიკ გარსია (ბარსელონა), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ხოსე გაია (ვალენსია)
ნახევარმცველები: გავი (ბარსელონა), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), კარლოს სოლერი (ვალენსია), როდრი (მანჩესტერ სიტი), კოკე (ატლეტიკო), მიკელ მერინო (სოსიედადი) იერემი პინო (ვილიარეალი), ბრაჰიმ დიასი (მილანი)
თავდამსხმელები: პაბლო სარაბია (სპორტინგი), ალვარო მორატა (იუვენტუსი), როდრიგო (ლიდსი, ინგლისი), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი, ინგლისი), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), ანსუ ფატი (ბარსელონა)
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 11 ნოემბერს ათენში საბერძნეთს, ხოლო 14 ნოემბერს, სევილიაში შვედეთს დაუპირისპირდება. ლუის ენრიკეს გუნდისთვის ეს მატჩები გადამწყვეტია, რადგან ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ შვედეთს ორი ქულით ჩამორჩება.