ფეხბურთი

15:15 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: "პოგბა 35 წლის ასაკშიც სისულელეებს გააკეთებს"

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ფრანგი ნახევარმცველი 35 წლის ასაკშიც სისულელეებს გააკეთებს და მას გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს.

„პოგბას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება და ეს უნდა გააკეთოს ვინმემ, ვისაც ის პატივს სცემს. გამოცდილი ადამიანი ყოველთვის მის გვერდით უნდა იყოს. რამდენი წლისაა? 28-ის, უკვე გამოცდილი მოთამაშეა, მაგრამ ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც 35 წლის ასაკში იგივე დარჩება, გააგრძელებს სისულელეების კეთებას. ის ცდილობს ხალხის ყურადღების მიპყრობას და უნდა აჩვენოს რამდენად ძლიერი და ტექნიკურია.

პოგბას შემთხვევაში მთავარი კონცენტრაციის დაკარგვაა. ზოგჯერ ის უბრალოდ ოცნებების სამყაროში იძირება. როცა „იუვენტუსში“ თამაშობდა, შესანიშნავი იყო, ამიტომ გადაწყვიტა „მანჩესტერმა“ მისი შეძენა. თუმცა, იტალიაში მას გარშემო ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდა, როგორებიც პირლო, ბუფონი, კიელინი, ბონუჩი და აგრესიული მწვრთნელია. ასეთი მიდგომა მას 35-წლამდე დასჭირდება“, - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, პოლ პოგბა და პოლ სქოულზი 2011-2012 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედში“ თანაგუნდელებიც იყვნენ. ლეგენდარული ინგლისელი ყოფილ თანაგუნდელს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებს. პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.114939