„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბერგამოს „ატალანტასთან“ მარცხისგან კრიშტიანუ რონალდუმ იხსნა, რომელმაც პირველი და მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროებში ორჯერ გაიტანა და ინგლისურ გუნდს ქულა პირადად მოაპოვებინა (2:2).
მატჩის შემდეგ პორტუგალიელლა თავდამსხმელმა თქვა, რომ ბოლოს გაუმართლათ, მაგრამ „იუნაიტედი“ არასდროს ნებდება.
„რთული თამაში იყო. ბერგამოში ყოველთვის ასეა, მაგრამ ბოლომდე გვჯეროდა და ბედნიერი ვარ. არასდროს ვნებდებით, ვფიქრობ, „მანჩესტერისთვის“ ეს კარგი შედეგია. „ატალანტას“ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს, მათ ყოველთვის იციან რა უნდა გააკეთონ, როცა „იუვენტუსში“ ვთამაშობდი, ყოველთვის რთული იყო მათთან თამაში. ბოლოს ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ჯერ კიდევ უნდა მოვუმატოთ, ერთმანეთთან უნდა შევთამაშდეთ და ამას დრო სჭირდება“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და ოთხივე ტურში შეძლო თავის გამოჩენა. „მანჩესტერი“ ჯგუფს „ვილიარეალთან“ ერთად 7-7 ქულით ლიდერობს, „ატალანტას“ კი 5 ქულა აქვს.