ფეხბურთი

21:48 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერში" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმების 57% მიიღო და დამაჯერებლად აჯობა მეორე ადგილზე გასულ დავიდ დე ხეას, რომელსაც 14% ერგო. მესამე პოზიცია მარკუს რაშფორდმა დაიკავა (13%).

რონალდუმ ოქტომბერში ხუთჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ „იუნაიტედის“ საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა - სექტემმბერსა და ოქტომბერში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124293