„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ლიონელ მესი, „ლაიპციგთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური მატჩს გამოტოვებს.
„ლეო მესი მუხლის ტკივილს უჩივის“ - წერია კლუბის პრსსამსახურის განცხადებაში.
31 ოქტომბერს მესის ცალკე, ფიზიოთერაპევტთან ერთად უვარჯიშია. იმედი ჰქონდათ, რომ 3 ნოემბერს „ლაიპციგის“ წინააღმდეგ ითამაშებდა, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა.