„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კრისტალ პალასთან“ მოულოდნელი (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შეცდომები დაუშვა და მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩა.
„ბევრი რამ არასწორად წარიმართა. ადრეული გოლი გავუშვით, პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ამავდროულად იყო ლაპორტის გაძევება და მსაჯის გადაწყვეტილებები. გოლიც არაფრისგან გავუშვით. რაზეც ლაპორტი გააძევეს, იმავე დარღვევისთვის ჯონ ევანსმა „ლესტერის“ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ასეთია მსაჯის გადაწყვეტილება. შეცდომები დავუშვით“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ 20 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ჩელსის“ 5 ქულით ჩამორჩება.