იტალიური „მილანის“ მცველი ტეო ერნანდესი კლუბში დარჩენის სურვილს გამოთქვამს და მზადაა მომდევნო წლები ისევ „სან სიროზე“ გაატაროს.
იტალიური მედიის ცნობით, „როსონერი“ მზადაა ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს და სეზონში 3 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, სწორედ ხელფასის ოდენობაა პრობლემა, რადგან ერნანდესი უფრო მეტს ითხოვს.
ტეოს მიმართ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ ჟერმენიც“ იჩენენ, მაგრამ ფეხბურთელს იტალიაში დარჩენა უნდა. 24 წლის ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 91 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.