„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კრიტიკოსებს უპასუხა. როგორც მან განაცხადა, შეუძლებელია ნეიმარზე, ლოონელ მესისა და კილიან მბაპეზე ხალხი ასე კრიტიკულად საუბრობდეს.
„პსჟ-ზე საუბრით ზოგიერთებს კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სურთ და საკუთარ თავზე ფიქრობენ. თუნდაც ისე ვერ ვთამაშობდეთ, როგორც გვსურს, ლიგა 1-ში 10 მოგება და 1 ფრე ფრე გვაქვს, 10 ქულით წინ ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე კი 7 ქულა მოვიპოვეთ. მესიზე, მბაპეზე, ნეიმარზე, ვერატიზე, მარკინიოსზე, მწვრთნელზე ასე ვერ ვისაუბრებთ, ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ. რამოსი? ვიცოდით, რომ მას პრობლემა ჰქონდა, ყველაფერი ვიცოდით. ვიცით, რაც ხდება.
კრიტიკა უფასოა, მაგრამ ეს ცოტა მეტისმეტია. ვიცით, რომ იდეალურად არ ვთამაშობთ, თუმცა, გადაჭარბებული კრიტიკა ისმის. მესიმ ნაკრებში უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე აქ და ამიტომ, საერთოდ არ ვღელავ. მასაც უსამართლოდ აკრიტიკებენ. ცხადია, ამ გუნდით წელს ყველა ტურნირის მოგება გვინდა, არ ვიცი შევძლებთ თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველა შესაძლებლობა გვაქვს“, - თქვა ლეონარდომ.