ავტოსპორტი

12:34 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი: ძრავის შეცვლა აღარ დამჭირდება

ვალტერი ბოტასს აშშ-ის დიდი პრიზის წინ, კიდევ ერთხელ შეუცვალეს ძრავი. მიმდინარე სეზონში ის უკვე მეექვსე ძრავს იყენებს, მის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის ანგარიშზე კი ხუთი ძრავია. ამის მიზეზი მარტივია - „მერსედესს“ არ სურს, რომ მისმა პილოტებმა ყველა დარჩენილი რბოლა დაასრულონ და ამ მიზნის მისაღწევად, რისკებს ამცირებს.

გუნდს შეფი ტოტო ვოლფი აღიარებდა, რომ ძრავების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზები გაურკვეველია და ეს არის მათი ხშირად შეცვლის მიზეზი. მაგრამ ოსტინის რბოლის შემდეგ, ბოტასმა განაცხადა, რომ ინჟინრებმა პრობლემების მიზეზებს მიაგნეს და აღმოფხვრეს.

„იმედი მაქვს, რომ ძრავების შეცვლა აღარ დამჭირდება. მარაგში ორი ძველი აგრეგატი მაქვს და როგორც ვიცი, მათი გამოკვლევისას, ინჟინრებმა პრობლემები ვერ აღმოაჩინეს. თითების გადაჯვარედინებით ვამბობ, რომ სეზონის ბოლომდე ძრავის ჯარიმის გარეშე ვივლი“, - ამბობს ფინელი პილოტი და დასძენს:

„ჩემპიონატში ძალიან მჭიდრო ბრძოლა მიმდინერეობს და ხუთი პოზიციის სტარტზევე დაკარგვა, ძალიან ძვირად გვიჯდება. ვფიქრობ, გარკვეულწილად არ გამიმართლა. როდესაც მანქანაზე ახალ ძრავს ვდგამთ, მას სტენდზე ტესტირება უტარდება. ჩემ შემთხვევაში, ძრავს გაუმართაობა ჰქონდა. ახლა კი, ყველაფერი გამოსწორდა და მეტი პრობლემა აღარ შეიქმნება“.

0.119956