ფეხბურთი

20:47 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესმა "ინტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის „ინტერმა“ ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. არგენტინელი ფეხბურთელი „ნერაძურიში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლაუტარო სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობა კი უცნობია.

24 წლის ფეხბურთელი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და 144 მატჩში 44 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მისი კარიერა არგენტინაში, „რასინგის“ რიგებში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119986