ფეხბურთი

0:36 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ტოტი 20 წელში დაავიწყდებათ, მხოლოდ მესი, მარადონა და კრუიფია მარადიული"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ თავისი ყოფილი კლუბის, „რომას“ გულშემატკივრები გააკრიტიკა. ამის მიზეზი ლუჩანო სპალეტია, რომელსაც „ჯალოროსის“ ფანებმა დაუსტვინეს, რადგან ისინი სპალეტის ფრანჩესკო ტოტის კარიერის დასრულებაში ადანაშაულებენ.

„სპალეტის მიმართ სტვენა სირცხვილია. მან წარმოუდგენელი რამ გააკეთა „რომაში“ და კლუბი უყვარდა. რისთვის უსტვინეს? იმიტომ, რომ ტოტი აიძულა კარიერა დაესრულებინა? ვგიჟდები, როცა ასეთი რაღაცები მესმის. თქვენ ამბობთ, რომ ტოტიმ კარიერა იმიტომ დაასრულა, რომ სპალეტის დროს არ თამაშობდა? „რომაში“ ვთამაშობდი და ასე, რომ ვიცი რაზეც ვსაუბრობ. ეს ჩემთვის სკანდალია და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, რადგან „რომაში“ მშვენიერი დრო გავატარე.

სპალეტის არჩევანის გაკეთება მოუწია და მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ფანებმა მხოლოდ გუნდის კეთილდღეობაზე უნდა იფიქრონ, სპალეტი სტვენას არა, მაგრამ მხოლოდ ოვაციებს იმსახურებდა. ტოტი 20 წელიწადში ყველას დაავიწყდება, მარადიული მხოლოდ მესი, მარადონა და კრუიფი არიან. დე როსი მომავლის კაპიტანი იყო, მაგრამ დავიწყებას მიეცა. არასდროს მინახავს ადამიანი, რომელსაც „რომა“ ისე უყვარდა, როგორც დანიელეს. ტოტისაც უყვარდა, მაგრამ დე როსის 100-ჯერ მეტად“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო „რომაში“ 2001 წლის ზაფხულიდან 2006 წლის იანვრამდე თამაშობდა. ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა 2017 წელს დაასრულა, რადგან იმ სეზონში ლუჩანო სპალეტი მას სათამაშო დროს იშვიათად აძლევდა. იტალიელი სპეციალისტი „რომას“ 2005-2009 და 2016-2017 წლებში ავარჯიშებდა.

0.10822