„არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ამჟამად კი ფიფას ფეხბურთის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, არსენ ვენგერმა, „მანჩესეტრ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს როლის შესახებ ისაუბრა.
„არ მგონია, რომ რონალდუს ყიდვა შეცდომა იყო. ის ფანტასტიკური ფეხბურთელი გახლდათ და ასაკის მიუხედავად, დღესაც სასარგებლო მოთამაშედ რჩება. შესაძლოა, ისეთი ინტენსივობით არა, მაგრამ მას ისევ შეუძლია საჭირო გოლების გატანა.
მართალია, „ლივერპულთან“ არ გამოუვიდა, მაგრამ გაიხსენეთ, სამი დღის წინათ ხომ ის გმირი იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ ბოლო წუთებზე გაუტანა.
როცა ასეთ ფეხბურთელს იმატებ, მნიშვნელოვანია მის გარშემო ბალანსის პოვნა. გუნდი უნდა მოარგო ვარსკვლავს.“ - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Metro.