ფეხბურთი

11:23 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი „მანჩესტერის“ „ლივერპულთან“ წაგებაზე - „სამარცხვინოა“

„მანჩესტერ იუნაიტედისა“და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ (0:5), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მანჩესტერელების მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიურია.

„სამარცხვინოა. „მანჩესტერის“ ფეხბურთელი ვიყავი, როცა შინ „სიტისთან“ 6:1 წავაგეთ, მაგრამ მაშინაც კი ჩვენს გუნდს რაღაც სახე შენარჩუნებული ჰქონდა.

სწორდ ამაშია დღევადელი გუნდის პრობლემა. ფსიქოლოგიურად მოიშალნენ. ფეხბურთელები საკუთარი იდენტობის პოვნას ცდილობენ. უცქერ მათ და ფიქრობ, ვინ არიან ისინი? სწორ ინფორმაციას აწვდის მათ მწვრთნელი? თუ აწვდის, სწორად ესმით?

უპირველესად ამაში სულშერი უნდა გაერკვეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გუნდი ახლახან ააწყეს.“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს The Sun

0.118664