ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია გიგამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
ჭიკაძემ მადლობა გადაუხადა UFC-ს მატჩმეიქერ შონ შელბის, ლიგის პრეზიდენტ დანა უაითს და მენეჯერ ალი აბდელ-აზიზს.
გიგა ჭიკაძემ UFC-ში ბრძოლა ბოლოს 29 აგვისტოს გამართა და ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა დაამარცხა. ეს იყო მისთვის კარიერაში მე-14 გამარჯვება, კონკრეტულად UFC-ში კი მეშვიდე (7 ბრძოლიდან).
ქართველი მებრძოლი ნახევრადმსუბუქ წონაში გამოდის და რეიტინგში ამ დროისთვის მერვე ადგილზე იმყოფება.