ავტოსპორტი

3:57 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ჰამილტონს „სულელი იდიოტი“ უწოდა

მაქს ფერსტაპენსა და ლუის ჰამილტონს შორის დაპირისპირება, უკვე ვარჯიშების დროსაც კი კულმინაციას აღწევს. დღეს, აშშ-ის დიდი პრიზის თავისუფალი პრაქტიკების დროს, ტიტულისთვის მებრძოლ ორ პილოტს შორის ინციდნტი მოხდა, რომლის შემდეგაც, ფერსტაპენმა თავის მეტოქეს „სულელი იდიოტი“ უწოდა და შუა თითიც უჩვენა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფერსტაპენი ბოლო მარცხენა მოსახვევს გადიოდა. მას ზედმეტი მოუვიდა, რითაც უმალ ისარგებლა ჰამილტონმა და გასწრება სცადა. ფერსტაპენმა შეძლო ტრასაზე დაბრუნება და ორივე პილოტმა, სტარტ-ფინიშის სწორი, თითქმის ბოლომდე გვერდიგვერდ, თითქმის 320 კმ/სთ სიჩქარით გაიარა.

ჰამილტონს შიდა, უფრო ხელსაყრელი ტრაექტორია ეკავა და მეტოქე იძულებული გახადა, დაწინაურების საშუალება მიეცა. სამაგიეროდ, ჰოლანდიელმა მეტოქე სიტყვიერად „შეამკო“.

საბოლოოდ, ფერსტაპენს ხელი სხვებმაც შეუშალეს, რის გამოც, მან ორი წრის გავლაზე უარი თქვა და უკმაყოფილომ ბოქსებს მიაშურა. ჰამილტონმა კი, რომელიც გრძელ დისტანციაზე ვარჯიშობდა, გზა გააგრძელა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც პანდემიით იყო გამოწვეული, ფორმულა 1 ამერიკას დაუბრუნდა. რბოლის ორგანიზატორთა განცხადებით, კვირის რბოლაზე 140 000 ბილეთია გაყიდული.

0.145284